კახა კახიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
მედია და საზოგადოება 15 ნოემბერი 2022

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ, მეგობრულ კავშირებზე, რომელიც საქართველოს და სომხეთს აქვთ. ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც შეიძლება დღეს დაეკისროს საქართველოს, ვგულისხმობ მოდერაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა კახა კახიშვილმა შეხვედრის შემდეგ.
