საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე: ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება - ველოდებით მკაცრ რეაგირებას

მედია და საზოგადოება 06 ივლისი 2021
კახა კუჭავა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე: ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება - ველოდებით მკაცრ რეაგირებას
„რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო - ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ეს იყო ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით „მაგრამ“ - არანაირი „მაგრამ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
 

კახა კუჭავას შეფასებით, ის ქმედებები, რაც გუშინ ქვეყანამ იხილა, ყველას მხრიდან დასაგმობია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით მიუღებელია თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და არავის აქვს უფლება, მათი საქმიანობა შეაფერხოს.

 

„ისტორიულად ჩვენს ქვეყანას აერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით, უბრალოდ მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები - ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება შეაფერხოს მათი საქმიანობა. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც დაზარალდა და რიგით მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მე მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო - ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მისი თქმით, აუცილებელია ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა აქციის მონაწილეთა მიერ ევროკავშირის დროშის დაშვების ფაქტს და განაცხადა, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

 

„უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. ასევე, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. მე ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებულები ეს ადამიანები, ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია და ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

მსგავსი

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R