კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, თემაზე: „ინტელექტუალური საკუთრება და ახალგაზრდობა“.
შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის განვითარების ეტაპებზე, საავტორო სამართლისა და სამრეწველო საკუთრების სამართლის გამოწვევებსა და ინტელექტუალური საკუთრებისა და ახალგაზრდობის შესახებ ევროკავშირის კვლევაზე ისაუბრა.
ლექცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ინტელექტუალური საკუთრებისა და ახალგაზრდობისთვის აქტუალური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ თამარ ტალიაშვილის ვიზიტისას, სამართლის ფაკულტეტზე „სამართლის კლუბი“ დაფუძნდა, რომლის მიზანიც სტუდენტური აქტივობების განხორციელების ხელშეწყობაა.
