საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხატია წილოსანი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 ივნისი 2023
ხატია წილოსანი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა ხატია წილოსანმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის - „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ - წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას და იმ ძირითად მიმართულებებს შეეხებოდა, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის პრიორიტეტულია.


„დელეგაცია დაინტერესებული იყო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გამოცდილების გაზიარებით. განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას, ტრენინგებს, გადამზადებას და საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. საუბარი ასევე შეეხებოდა თემატური მოკვლევების მიმართულებით განხორციელებული რეკომენდაციების შესრულებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გენდერული ბიუჯეტირების და მეინსტრიმინგის კუთხით“, - განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, გენდერული კვოტირების და გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე გამოცდილებას ერთმანეთს მუდმივ რეჟიმში გაუზიარებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R