საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ხატია წილოსანი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 ოქტომბერი 2022
ხატია წილოსანი საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთან, ფრანსუა ვიელისთან შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ კანონმდებლობაში საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს.

 

„საქართველოს ძალიან აქტიური ურთიერთობა აქვს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის განვითარების სააგენტო სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით წლების განმავლობაში ეხმარება ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მელიორაციის, მეცხოველეობის და კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით საფრანგეთის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამები. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ქართული დელეგაციის საფრანგეთსა და ბელგიაში ამ ცოტა ხნის წინ განხორციელებული სასწავლო ვიზიტის შედეგების შეჯამება იყო. ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კიდევ გაგრძელდეს თანამშრომლობის პროგრამები და დამატებით განიხილოს საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა. ამ კუთხით იდენტიფიცირებული იქნა ახალი მიმართულებები, რომლებიც როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში საფრანგეთის გამოცდილების გაზიარებასთან, ისე ევროკავშირში ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მხარდაჭერასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ხატია წილოსანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R