საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კობა კობალაძე - „ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია შესაბამი უწყებებისთვის ბიუჯეტის გაზრდა“

მედია და საზოგადოება 09 ოქტომბერი 2019
კობა კობალაძე - „ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია შესაბამი უწყებებისთვის ბიუჯეტის გაზრდა“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ იმ უწყებებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე აღნიშნულ სტრუქტურებში დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განსახორციელებლად, რეკომენდებულია ბიუჯეტის გაზრდა.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი - 3 512 800 000 ლარი ანუ მშპ-ის 7.2%, რაც უპრეცედენტოა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოცხადებულია ვეტერანებისა და მათი ოჯახების სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისთვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა. ამის პარალელურად, არ არის გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ჩვენი ვალია ამ ადამიანებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

საკომიტეტო მოსმენისას გენერალმა კობალაძემ ისაუბრა იმ რეფორმების შესახებაც, რაც 2020 წლიდან აქტიურად დაიწყება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების მიმართულებით და ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე. მისი თქმით, იგეგმება საწარმოო ბაზის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზება და აღდგენა. 

როგორც გენერალმა კობალაძემ აღნიშნა, „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მიზნით, აქტიურად იგეგმება თავდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელება, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა და ექსპერიმენტული მოდელების შექმნა შემდგომში ექსპორტის გაზრდის მიზნით, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. ამ მიმართულებით, საოპერაციო ხარჯებისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 27 644 400 ლარი. თუმცა, საინტერესოა რეალურად პასუხობს თუ არა აღნიშნული თანხა არსებულ გამოწვევებს, რამდენადაც, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიების დანერგვა, არ არის მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის თემა, ეს შეიძლება დამატებითი რესურსების მოძიებას საჭიროებდეს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სამხედრო ტექნიკა საკმაოდ მოთხოვნადია. 
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადებულია თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება. ამ მხრივ, ბიუჯეტში საკმაოდ დიდი მატებაა, 2020 წლისთვის ის შეადგენს თითქმის გაოთხმაგებულ თანხას 2019 წელთან შედარებით“. 

საკომიტეტო განხილვისას გენერალი კობალაძე შეეხო შსს-სთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თემასაც. „2020 წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმები: შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების საპოლიციო სერვისების შესაბამისი მართლწესრიგის ოფიცერთა დანაყოფები, რომელთა უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენცია იქნება. გაძლიერდება ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსიც. ასევე გაგრძელდება უკონტაქტო პატრულირების ინსტრუმენტის განვითარებაც, რაც აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 770 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 28.4 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული გაზრდილი ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელთა ხელფასების საშუალოდ 125 ლარით გაზრდას მოხმარდება“. 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, თუ წლის ბოლომდე გამოჩნდება დამატებითი რესურსი, ის გადანაწილდება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს
22 ივნისი 2026

ნინო წილოსანმა და ლევან მახაშვილმა საქართველოში ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

მსგავსი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა
22 ივნისი 2026

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
22 ივნისი 2026

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
22 ივნისი 2026

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R