საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

მედია და საზოგადოება 22 Jun 2026
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ დადებითად შეაფასა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.
მომხსენებელმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სააგენტოს მიერ შეთავაზებულ სერვისებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველა რეგიონში, 16 მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. მისი ინფორმაციით, გასულ თვეს მცხეთაში გაიხსნა ბოლო სერვის-ცენტრი და ამით დასრულდა რეგიონული სერვის-ცენტრების გახსნის პროცესი საქართველოს მასშტაბით. მიმდინარე წელს კი ასევე, დასრულდება ამ სერვის-ცენტრების ფორმირება.
მისი ინფორმაციით, სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეთა მომართვიანობაც.


მომხსენებელმა სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამა დაასახელა.


„სააგენტომ 58 ყველაზე მოთხოვნადი პროფესია დააფინანსა, ითანამშრომლა 30-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან. პროგრამაში 3000-ზე მეტი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩაერთო და რაც მთავარია, კურსდამთავრებულთა თითქმის 70% დასაქმდა, რაც პროგრამის მაღალეფექტურობაზე მიუთითებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.


მინისტრის მოადგილემ სტაჟირების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სააგენტომ სტაჟირების ანაზღაურების თანხა გასულ წელს 400 ლარამდე, წელს კი, 500 ლარამდე გაზარდა.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა სააგენტოს კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაზე და შრომითი მიგრაციის მართვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე.


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს წარდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.


„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დასაქმებული არჩეული პროფესიის შესაბამისად. მსოფლიოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, საქართველოში 30 000 უცხოელია დარეგისტრირებული დასაქმების მაძიებლად. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეებს მიენიჭოს. მათი უფლებები არ უნდა დაირღვეს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 Jul 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 Jul 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R