საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „საგამომგონებლო ცენტრები საქართველოში და მისი როლი ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაში“

მედია და საზოგადოება 14 ივლისი 2017
კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „საგამომგონებლო ცენტრები საქართველოში და მისი როლი ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაში“

დღეს პარლამენტში დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც გაანალიზდა საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა, მიხეილ კოტიშაძემ, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების (ინოვაციური ტექნოლოგიების პატენტების) როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

„ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად ითვლება და საჭიროა ასეთი ტექნოლოგიების არა მარტო შემოტანა, არამედ შექმნა, რისთვისაც აუცილებელია საგამომგონებლო უნარების სწავლება ახალგაზრდებისა და სხვა სოციალური ჯგუფებისათვის, რომლის შემადგენლობაში არიან: საშუალო, მცირე და ინდივიდუალური მეწარმეები, დიასახლისები, შშმ პირები“, - განაცხადა მიხეილ კოტისაძემ. მისი თქმით, ამჟამად განათლების არცერთ საფეხურზე ეს არ ისწავლება. მას მიაჩნია, რომ ამ ამოცანების გადასაჭრელად საჭიროა საქართველოში, დაფუძნდეს საგამომგონებლო ცენტრები სამხრეთ კორეის მოდელის მიხედვით. საგამომგონებლო უნარების სწავლების მეთოდიკა ეფუძნება აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში აპრობირებულ მეთოდიკას და მიხეილ კოტისაძის პირად 12 წლიან გამოცდილებას.

მომხსენებელმა წარმოადგინა პირველი საგამომგონებლო ცენტრის სტრუქტურა, მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ამოცანები.

დეპუტატებმა იმსჯელეს საქართველოში საგამომგონებლო პროცესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე. კობა ნარჩემაშვილის მოსაზრებით, საგამომგონებლო ცენტრების შექმნა აუცილებელია ქვეყნის სწრაფი წინსვლისა და განვითარებისთვის. „ქვეყნის განვითარების გზა გადის განათლებასა და მეცნიერებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ და ცარიელი სივრცე შევავსოთ. ბევრი საკითხი ეტაპობრივად გადასაწყვეტი იქნება. დარწმუნებული ვარ, პროცესი წარმატებით დაიძრება და განხორციელდება, თუ ამ საკითხისადმი სისტემური მიდგომა გვექნება და მძლავრი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოდან ინტელექტის გადინების საკითხზე. მისი თქმით, მოსაფიქრებელია ის მექანიზმიც, რომელიც საქართველოში შემუშავებულ გამოგონებებს დაიცავს, რათა ქვეყნის განვითარებას მოხმარდეს. 

საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, მანანა მიქაბერიძის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მსგავსი

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს
10 ივნისი 2026

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში” ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R