საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

მედია და საზოგადოება 02 ოქტომბერი 2022
ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოძისთან მდებარე საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ლიეტუველ კანონმდებლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ გატარებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა.


„ლიეტუველ კანონმდებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორია რუსეთის ოკუპაცია, ოკუპაციის მძიმე შედეგები, რაც ვლინდება ე.წ. უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ჩაკეტილ გასასვლელებში, ხელოვნურ ბარიერებში, რაც ზღუდავს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, მათ თავისუფალ გადაადგილებას და სხვა იმ მძიმე შედეგები, რაც მოიტანა რუსულმა ოკუპაციამ. ისინი გაეცნენ, თუ როგორია ერთი მხრივ, დღეს ისე როგორ არასდროს, საქართველოსთვის მშვიდობის მნიშვნელობა, როგორი არის პროვოკაციების და ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობა. მეორე მხრივ, რაოდენ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა, რომლის ერთადერთი სწორი გზა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაა. დღეს, საქართველოზე გადის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი და მანამ სანამ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებობს ოკუპირებული რეგიონები, ვერც შავი ზღვის, ვერც ევროპული და ვერც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ვერ იქნება სრულფასოვნად უზრუნველყოფილი", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


მისივე შეფასებით, აუცილებელია ალიანსის მოკავშირეებმა მიიღონ გონივრული, გაბედული გადაწყვეტილება და ქმედითი ნაბიჯები გადადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით.


„საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე საქართველოში ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R