საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძე, მაკა ბოჭორიშვილი და დავით სონღულაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 25 სექტემბერი 2024
მაია ბითაძე, მაკა ბოჭორიშვილი და დავით სონღულაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელს შეხვდნენ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის მიზანია ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებთან ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში რეფორმების მიმდინარეობის საკითხის განხილვა.


მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.


შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ქვეყანაში სათბურის აირების გაფრქვევების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა, რაც სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებასა და ემისიებით ვაჭრობისთვის ქვეყნის მომზადებას, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ემსახურება.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის ბაზრის წახალისებისა და ფასების მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დღიური ბაზრების გახსნის მნიშვნელობაზე.


როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროკავშირთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობას და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში პარტნიორობა.


„წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, რაც საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურებოდა, უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია, რომელიც მოწოდებულია საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R