საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძე წყლის მართვის ესპანური კომპანიის, Aqualia-ს ხელმძღვანელებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2026
მაია ბითაძე წყლის მართვის ესპანური კომპანიის, Aqualia-ს ხელმძღვანელებს შეხვდა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე წყლის მართვის ესპანური კომპანიის, Aqualia-ს აღმასრულებელ დირექტორ მიგელ სანტოსსა და კომპანიის რეგიონულ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილს შეხვდა.

 

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონებს, წყლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და წყლის ახალ კანონს დაეთმო, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, წყლის რესურსების დაცვისა და სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაა.

 

მხარეებმა თბილისში წყლის ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების მიმართულებით კომპანიის საინვესტიციო ვალდებულებები განიხილეს.

 

შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა და ხარისხიანი სასმელი წყლის უზრუნველყოფა სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გარემოს დაცვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე და ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R