საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

მედია და საზოგადოება 01 სექტემბერი 2023
მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის კაბინეტის უფროსს, კამილო ვილარინო მარცოს შეხვდნენ.

მხარეებმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლოდინები.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

ქართველმა კანონმდებლებმა შეხვედრა, ასევე გამართეს ევროკავშირის ევროპულ და საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მმართველ დირექტორთან, მიხაელ ზიბერტთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები ასევე შეხვდნენ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის ელჩს ევროკავშირში, ელენა გომეზ კასტროს, რომელიც ესპანეთის მუდმივი წარმომადგენელია პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში.

შეხვედრები აგრეთვე შედგა ევროკავშირში უნგრეთის წარმომადგენელთან, ბალინტ ოდორთან და ლიეტუვას წარმომადგენელთან, არნოლდას პრანკევიჩიუსთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R