საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 20 ივნისი 2023
მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანდრის პელშს შეხვდნენ.

 

რიგაში გამართული შეხვედრისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინზე ისაუბრა.

 

აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმები, რომელიც ევროკომისიის შეფასებაში აისახა.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.

 

მაკა ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული ევროპული ინსტიტუციების მიერ და აისახება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

 

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესია და მისი როლი ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე.

 

ხაზი გაესვა ევროკავშირის მხრიდან გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში მკაფიო ნაბიჯების აუცილებლობას.

 

შეხვედრაზე საქართველოსთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში ლატვიის, როგორც მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღინიშნა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R