საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან

მედია და საზოგადოება 31 აგვისტო 2023
მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიაში იმყოფებიან.
 
დღეს შეხვედრა გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტის უფროს მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საიმონ მორდუსთან. მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ განხორციელებული ნაბიჯების შესახებ მოსალოდნელ შეფასებასა და მოლოდინებზე ისაუბრეს.
 
პარლამენტის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
 
შეხვედრა ასევე გაიმართა ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის მუდმივ წარმომადგენელთან ევროკავშირში, ელჩ ვილემ ვან დე ვორდესთან, სადაც საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და ევროინტეგრაციის პროცესში ბელგიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის პირებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R