საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 03 ოქტომბერი 2024
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა დუბლინში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

 

სესიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

 

„საქართველო ეუთო-ს წევრი ის ქვეყანაა, რომელიც ათწლეულებია საკუთარ თავზე განიცდის საერთაშორისო ნორმების უგულვებელყოფის შედეგებს. კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაცია და იქ მისი სამხედრო ბაზები - ეს არის ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩემი ქვეყანა უკვე სამი ათწლეულია დგას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მან ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, საერთაშორისო აქტორების ჩართულობას ამ პროცესში და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მნიშვნელობას.

 

„საქართველოს ხელისუფლების 10-წლიანი ძალისხმევის შედეგად დღეს ჩვენ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებიც გვიმაგრებს ზურგს და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი არგუმენტებით შეგვიძლია ვიბრძოლოთ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ მომავალ საპარალამენტო არჩევნებზე და ქვეყნის სტაბილური განვითარების გამოწვევებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა კომპლექსურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

 

„ბოლო წლებში საქართველო სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დადგა დესტაბილიზაციის საფრთხის ქვეშ, რაც კიდევ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის ქვეყანის უსაფრთხოებას. ვიხილეთ არაერთი საერთაშორისო მასშტაბის კამპანია, რომელიც უმეტესწილად მოკლებულია რეალურ ობიექტურ საფუძვლებს, თუმცა ქვეყნის რეპუტაციას ლახავს. წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. ხელისუფლების ინტერესშია, ქვეყანაში არჩევნები წესების დაცვით ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენოს, როგორც ეს წარსულში მომხდარა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის როლს და მის მიერ ობიექტური დასკვნების გაკეთების აუცილებლობას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R