საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

მედია და საზოგადოება 26 დეკემბერი 2022
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ

 „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მქონდა ბევრ თქვენგანთან და ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ. ევროკავშირი იყო წლის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური თემა, რაც ბუნებრივია, ზრდის პოლიტიკური აქტორების მონაწილეობას და ინტერესს ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - ამის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების გარდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ საფუძვლად რჩება ასოცირების შესახებ შეთანხმება და ამ მიმართულებით საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი.


მაკა ბოჭორიშვილმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, საპარლამენტო დიპლომატიაზე და ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.


„საპარლამენტო დიპლომატიას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა წლის განმავლობაში და ეს კვლავაც გაგრძელდება, რადგან წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.


 მან ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ევროპარლამენტის წევრების ინფორმირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


​მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობასა და ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.


„ერთია როდესაც ჩვენ ჩავდივართ და ვესაუბრებით სხვადასხვა პოლიტიკოსებს პოლიტიკური პარტიებიდან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია როცა ისინი ჩამოდიან საქართველოში და საკუთარი თვალით ნახულობენ აქ არსებულ ვითარებას, იმიტომ, რომ უმეტესწილად, აქ განხორციელებული ვიზიტებისა და შეხვედრების შემდეგ, ის კითხვები რაც მათ აქვთ ხოლმე - ქრება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.


​ელჩების კონფერენცია ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R