საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 აგვისტო 2024
მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშს და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა.

სლოვაკი კანონმდებლები თბილისში „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ დაძმობილების პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს, რეფორმებს, რომელსაც საქართველო ატარებს და მიღწეულ პროგრესს.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთობების, როგორც გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, ასევე სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის საჭიროებებს.

ბრანისლავ ონდრუშმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობს საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეფორმის შედეგად დანერგილ სისტემას და თავად არის მოწმე იმ პროგრესის, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელ წლებში მიაღწია. „მთავრობა და საჯარო მოხელეები ევროკავშირთან დაახლოებას არ უყურებთ როგორც ფორმალურ ვალდებულებას, გულწრფელად გჯერათ და მას ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზად მიიჩნევთ“, - აღნიშნა მან.

სტუმრებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე როგორც ევროპარლამენტის, აგრეთვე სხვადასხვა საპარლამენტთაშორისო ფორმატების ფარგლებში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R