საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 15 სექტემბერი 2023
მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთში შეხვედრები გამართა

პარიზში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პიეირ ალექსანდრ ანგლადთან, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან, ემანუელ პუისე-ჟოვინთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორთან, დევიდ კვაშთან და კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, სილვენ გიოგესთან.

 

შეხვედრისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული პროგრესი.

 

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.

 

აღინიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ამ მიმართულებით ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა, ასევე, რობერტ შუმანის ფონდის პრეზიდენტთან, ჟან-დომინიკ ჯულიანისთან და პოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროს მკვლევართან ფლორან პარმენტიესთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R