საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მამუკა მდინარაძე: საუკუნეები გავა და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც კონსტიტუციური კანონპროექტების პათოსშია

მედია და საზოგადოება 24 აპრილი 2024
მამუკა მდინარაძე: საუკუნეები გავა და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც კონსტიტუციური კანონპროექტების პათოსშია

„2017 წელს, როცა ვსაუბრობდით, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, გვეუბნებოდნენ, რომ ამის საჭიროება არ იყო. მაგრამ გავიდა დრო და ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს საჭიროება იყო. თურმე დადგებოდა დრო, როცა ბრიტანეთის პრემიერს მოუწევდა თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი - კაცი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ოზურგეთში.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერი მიმართულებით განსხვავებული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამასთანავე, მომავალი თაობები უნდა დავიცვათ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან.


„არის რაღაც ტრენდები, რომელსაც ჩვენი ტრადიციიდან, კულტურიდან, მსოფლმხედველობიდან და მენტალობიდან გამომდინარე უნდა შევეწინააღმდეგოთ და გვქონდეს საკუთარი იდენტური, გამორჩეული ხედვა ამ ტრენდებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, გავა საუკუნეები და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც ამ პროექტის პათოსშია. ჩვენ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ დიახ, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. უნდა დავაფიქსიროთ, რომ ნებისმიერი სახის ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველა ადამიანის უფლება ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ჩვენ წლების წინ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონსტიტუციით მიღებული გვაქვს ბევრი გარანტია და, ცხადია, ადამიანის უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ერთი ადამიანიც რომ იყოს აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაციის ნებისმიერი მიმართულებით, მისი უფლებაც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დაცული. მეორეც- არატრადიციული ცხოვრების წესის თავსმოხვევა, პროპაგანდა უნდა გამოვრიცხოთ და ჩვენი მომავალი თაობები დავიცვათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე ზემოქმედებისგან. ორივე მიმართულება უნდა გვქონდეს ხაზგასმით და მკაფიოდ გამოხატული: ადამიანის უფლებების დაცვა და მომავალი თაობების პროპაგანდისგან დაცვა. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
05 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მსგავსი

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა
05 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
04 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
04 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R