საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხი და ლევან ქარუმიძე პოლიტიკის საკითხებში არგენტინის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

მეგობრობის ჯგუფები 30 Jun 2023
მარიამ ლაშხი და ლევან ქარუმიძე პოლიტიკის საკითხებში არგენტინის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ქარუმიძე საგარეო პოლიტიკის საკითხებში არგენტინის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს, კლაუდიო ხავიერ როზენკვაიგს შეხვდნენ.


მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინოვაციებისა და სტარტაპების ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.


„არგენტინის დელეგაცია საქართველოში პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზნით იმყოფება. საპარლამენტო დიპლომატია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებში ქვეყნები თანხმდებიან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ვისაუბრეთ ეკონომიკურ დიპლომატიაზე, ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მნიშვნელოვანია, რომ არგენტინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ის საერთაშორისო პლატფორმებზე რეზოლუციებით უერთდება როგორც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას ასევე, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ყველა რეზოლუციას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 Jul 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 Jul 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 Jul 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 Jul 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R