საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა და დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

მედია და საზოგადოება 16 მაისი 2026
მარიამ ლაშხმა და დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში: „ოჯახი არის სახელმწიფოსა და ქვეყნის საფუძველი“ მონაწილეობა მიიღეს.

მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი საძირკველია.

„მიხარია, რომ დღევანდელ დღეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთად აღვნიშნავთ.  იოანე  ოქროპირი ამბობდა, რომ „ოჯახი არის მცირე ეკლესია“ და ეს მართლაც ასეა. ოჯახში გაერთიანებულია ის ძირითადი ფესვები, რომელიც  შემდგომ ქმნის ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ ამ ეროვნული თვითშეგნებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ - პარლამენტში შევიმუშავეთ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სადაც გაწერილია თუ რა უნდა უზრუნველყოს ჩვენმა ზოგადი განათლების სისტემამ. ზოგად განათლებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღვზარდოთ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რომლებსაც  თვითშეგნება აქნებათ ეროვნული და პატრიოტული“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
 
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომლით ღირებულებითი განათლების პროგრამის შექმნა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს და აღვივებს იმ გრძნობას, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და მომავალი თაობებისათვის.

პარლამენტის წევრებმა ასევე  დაათვალიერეს  მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიერ ოჯახის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R