საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში  გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო

მედია და საზოგადოება 16 მაისი 2026
მარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში  გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში  გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო.

მარიამ ლაშხმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიების გამართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

„ჩვენ ერთად ვაძლიერებთ  საქართველოს იმ მთავარ საფუძველს, რასაც ოჯახი ჰქვია.  ოჯახი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის საძირკველი და იმის გარანტიაა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს პროექტებში ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ და აღნიშნულ თემებზე  ახალ ინიციატივებს ქმნიან. 

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ერთად  სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც დემოგრაფიულ გამოწვევებზე და ოჯახის გაძლიერების საკითხებზე მუშაობს.

„სულ მალე წარვადგენთ  პირველად რეკომენდაციებს, რომლებიც მიმართული იქნება ოჯახის ხელშეწყობისკენ, ასევე სახელმწიფო პროგრამების გადახალისებისა და გაუმჯობესებისკენ.  ჩვენს ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი ახალგაზრდობა, ძლიერი ოჯახები და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით სისტემური პოლიტიკა არსებობდეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მარიამ ლაშხმა პროექტის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლებისა და დიასპორის წარმომადგენელებს მადლობის სიგელები გადასცა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R