საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ცქიტიშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 24 სექტემბერი 2019
 დიმიტრი ცქიტიშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს შეხვდა

დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის მიმართულებით არსებული საერთო გამოწვევები, მისი გამკლავების გზები და ამ კუთხით ურთიერთგამოცდილების გაზიარება იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ლიეტუვას სეიმის წევრების შეხვედრის მთავარი თემა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა კოლეგებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.

თავის მხრივ, სტუმრებმა ამ მიმართულებით თავიანთი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

„გამოწვევა ორივე ქვეყნისთვის მსგავსია. რუსეთის დეზინფორმაცია არის მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნებისთვის და ამ მიმართულებით, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, დავინახოთ ის ხედვები და მეთოდები, რაც მათ ამ მიმართულებით გამოიყენეს, რამ იმუშავა და რამ არ იმუშავა, როგორ ვითარდება დეზინფორმაციის პროცესი და ინსტრუმენტები და როგორ უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევებს. შეხვედრისას ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ებრძოლოს რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას ისე, რომ არ შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, როგორ უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილი ჩარევები, რა ინსტრუმენტები შეიძლება დადგინდეს და როგორ უნდა მოხდეს ამ ინსტრუმენტებისა და ზოგადად, რუსეთის მიერ წარმოებული პროპაგანდის განეიტრალება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R