საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძე ბერგჰოფის ფონდის დირექტორს ბერლინში ბატონ ოლივერ ვოლეჰს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 27 თებერვალი 2020
გუგული მაღრაძე ბერგჰოფის ფონდის დირექტორს ბერლინში ბატონ ოლივერ ვოლეჰს შეხვდა

 საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე ბერგჰოფის ფონდის დირექტორს ბერლინში ოლივერ ვოლეჰს შეხვდა.

საუბარი შეეხებოდა ბერგჰოფის ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს ქართულ აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესაძლებლობების შესახებ. 

ოლივერ ბერგჰოფმა ქ-ნ გუგულის, როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და ამავე დროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზის და მართვის პროგრამის ხელმძღვანელს, გააცნო იმ პროექტების შედეგები, რაც ხორცილედება ბერგჰოფის ფონდის მიერ საქართველოსა და აფხაზეთში 2012 წლიდან და რომელიც მიზნად ისახავს ერთმანეთის ისტორიების მოსმენისა და ანალიზის საფუძველზე შეიტანონ მეტი სინათლე არსებული კონფლიქტის წარსულის, აწყმოს შესახებ და ასევე წარმოადგინონ კონფლიქტის მხარეების სამომავლო ურთიერთობების შესაძლებლობები.

საინტერესოა ამ კვლევის თავისებურება: აფხაზები და ქართველები ცალცალკე გერმანელი მკვლევარის ხელმძღვანელობით ჰყვებიან თავის ისტორიებს, რაც მათი აზრით მნიშვნელოვანი იყო მათთვის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე.

ასევე ჰყვებიან თავის ისტორიებს ქართველები. შემდეგ ქართული ჯგუფი რომელიც შედგება როგორც კონფლიქტის მონაწილე ვეტერანების და იძულებით გადაადგილებული პირებისაგან, ისე ახალგაზრდებისაგან ვინც არ მოსწრებია ამ კონფლიქტს, განიხილავენ ერთ ან რამდენიმე ისტორიას, რომელიც შერჩეულია როგორც ყველაზე მისაღები და ნეიტრალური, კვლევის ხელმძღვანელი გუნდის მიერ.

ასევე ხდება აფხაზეთში აფხაზების მონაწილეობით ქართველების ისტორიების მოსმენა განხილვა. ისტორიები ჩაწერილი აუდიომასალის სახით, ავტორები ანონიმურია და კონფიდენციალობა დაცულია.

დღემდე ამ შეხვედრებში მონაწილეთა რიცხვი შთამბეჭდავია და 2000 კაცს აღემატება. ასეთი ისტორიების მოსმენა აახლოვებს ადამიანებს და ერთმანეთში ხედავენ არა მტრებს, არამედ ადამიანურ არსებებს, რომლებთაც მსგავსი განცდები და ისტორიები შეიძლება ჰქონდეთ. ამ ისტორიების ნაწილი გაშუქებულია რადიო თავისუფლების მიერ.

გუგული მაღრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი ისტორიების მოსმენა შეიძლება განხორციელდეს უფრო ფართო აუდიტორიისათვის, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სენსიტიური ჟურნალისტების და მკვლევარების ჩართულობა, რომ გადაცემებმა მიაღწიონ თავის მიზანს: დანერგონ ურთიერთგაგების და ნდობის ატმოსფერო კონფლიქტის მხარეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის.

თავის მხრივ ოლივერ ვოლეჰი დაინტერესდა გაზეთ“ რეზონანსში“ ქ-ნ გუგულის ინტერვიუთი, რომელიც ეხებოდა ქართულ- აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებს.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

მსგავსი

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
22 ივნისი 2026

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
18 ივნისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
18 ივნისი 2026

მარიამ ლაშხი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
16 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R