საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2020
რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, სატრანსპორტო კორიდორთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები და კონკურენტულ უპირატესობებთან დაკავშირებული საკითხები იყო.

რომან კაკულიას თქმით, - „ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კიდევ ერთხელ განგვეხილა საქართველოსთან მიმართებაში მსოფლიო ბანკის ის პორტფელი, რომელიც 2018 წელს შეთანხმდა და 11 ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათგან ამ შეხვედრისას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამომეყო ის კომპონენტი, რომელიც ინოვაციების მიმართულებით ეხმარება შესაბამის სააგენტოს. ჩვენ შევთანხმდით, რომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, ინსტიტუციების ჩართულობით განხორციელდება კვლევა და მომზადდება ამომწურავი ანგარიში მეცნიერული კვლევების შედეგების ეკონომიკური განვითარების პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე, შევისწავლით ანალოგიური ქვეყნების პრაქტიკას, სადაც მეცნიერებამ, კვლევებმა და ტექნოლოგიურმა განვითარებამ წამყვანი როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში და იმ ინსტიტუციონალურ თუ სამართლებრივ ნაბიჯებს, რომელიც წინ უძღოდა ამ შედეგების მიღწევას“.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სატრანსპორტო კორიდორის გამოწვევებთან დაკავშირებულ კვლევებზე, რომელიც მსოფლიო ბანკის მეშვეობით ტარდება და დაიგეგმა, რომ შესაბამისი სემინარი ჩატარდება ყველა შესაძლო უწყების მონაწილეობით, სადაც დაკონკრეტდება დღეისათვის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბისა და სატრანზიტო კორიდორის პრეტენზიის მქონე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს მსოფლიო ბანკის წინა რეგიონულ დირექტორთან დაწყებული საკითხები, კერძოდ კი, ახალი კონკურენტული უპირატესობების გამოვლენის დასავლური პრაქტიკისა და ტექნოლოგიების შესახებ. - „წინა ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს ჩემი თხოვნა იყო, რომ ჩვენ გვინდოდა მსოფლიო ბანკის დახმარება, რათა ახალი კონკურენტული უპირატესობების გამოვლენის დასავლური პრაქტიკა და ტექნოლოგიები უფრო მკაფიოდ ყოფილიყო გამოყენებული ქართველი მკვლევარების საქმიანობაში, რომელიც სწორედ ახალი კონკურენტული უპირატესობების გამოვლენას ეხება. ამ მიმართულებითაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს კვლევას და მისი წინასწარი შედეგები იქნა წარმოდგენილი“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ესწრებოდა მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი ევგენი ნაიდოვი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R