საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მიხეილ ყაველაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ

მედია და საზოგადოება 22 თებერვალი 2018
მიხეილ ყაველაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ქუთაისში, სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ბაზაზე, წარმატებული სპორტსმენის, ძალოსნურ მრავალსახეობებში მსოფლიო ჩემპიონის, კონსტანტინე ჯანაშიას სახელობის „ყველაზე ძლიერი მამაკაცის“ დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა.

საზეიმო გახსნას საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: გენადი მარგველაშვილი, გიორგი მოსიძე, დავით სონღულაშვილი და გელა სამხარაული დაესწრნენ.

პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ამ სახის სივრცეების სიმრავლე აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების უზრუნველსაყოფად.

„ყველას მოგილოცავთ და მინდა, რომ ეს იყოს საწინდარი და დასაწყისი სხვადასხვა ღონისძიებებისა, რომელსაც ამ მიმართულებით ვგეგმავთ. ეს იქნება მაგალითი ახალგაზრდებისთვის, იქნება მაჩვენებელი იმის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ და მსგავს ინიციატივებს მეტი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ასეთი სივრცეების სიმრავლე არის გარანტი, რომ ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა ცხოვრების ჯანსაღ გზას აირჩევენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საჯარო სკოლებში სპორტის პედაგოგთა გადამზადებას, რომლის პირველი ეტაპი უკვე მიმდინარეობს და მეორე ეტაპისთვის გადასამზადებელ პედაგოგთა რიცხვი 3500-მდე გაიზრდება.

„სასიხარულოა, როდესაც ასეთი დარბაზები იხსნება. ჩვენ ამით პირდაპირ ვუპირისპირდებით მავნე ჩვევებს და ეს არის პრევენცია იმისა, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ იმაზე უკეთესი, ვიდრე ვართ ჩვენ. ეს არის დიდი წარმატება ჩვენი, თქვენი და ჩვენი შვილების. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია სხვა მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდეს“, - განაცხადა სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შოთა ხაბარელმა.

„დარწმუნებული ვარ ასეთი პოზიტიური სიახლეები ჩვენი ახალგაზრდების წარმატების და სწორად განვითარების საწინდარი იქნება“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა. გენადი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის პროექტის, „მილენიუმის“ ფარგლებში ხდება საქართველოში მრავალი საჯარო სკოლის სივრცის და სპორტის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და ქუთაისის 36-ე სკოლა, ისევე, როგორც ქუთაისის ათი საჯარო სკოლა პროექტის ფარგლებში განახლდება.

სიტყვით გამომსვლელებმა ქ. ქუთაისის მერიას, ადგილობრივ სპორტის აიპ-ის, ყველა სპონსორს და მეცენატს დარბაზის რეაბილიტაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
02 ივლისი 2026

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მსგავსი

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
01 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
01 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს
01 ივლისი 2026

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე რეკომენდაციები მიიღეს

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
01 ივლისი 2026

ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R