საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის ღიაობის ინსტიტუციონალიზაციის თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 09 დეკემბერი 2016
პარლამენტის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის ღიაობის ინსტიტუციონალიზაციის თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

„საპარლამენტო ღიაობის ინსტიტუციონალიზაცია: ინოვაციური მოდელები რეფორმების წასახალისებლად“ - ამ თემაზე გაიმართა დისკუსია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში, რომელშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა. მთავარი თემა, რომელზეც სესიის დროს იმსჯელეს, შეეხებოდა პანელში მონაწილე ქვეყნების გამოცდილებას უნიკალური ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის თვალსაზრისით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო ღიაობის რეფორმების გატარებას, განსაკურებით კი ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატში.

სესიის მოდერატორმა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორმა, სკოტ ჰიუბლიმ შესავალ ნაწილში საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში პარლამენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის აღინიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წამყვანი როლი და ჩართულობა ამ პროცესში.

ამ კონტექსტში სკოტ ჰიუბლიმ სესიაზე დამსწრე საზოგადოებას შეახსენა 2015 წლის გლობალურ სამიტზე „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს“ (OGP Government Champions Award) თაობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს სწორედ სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სამოქმედო გეგმაში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებისა და რეკომენდაციების წარმატებით შეტანისთვის გადაეცა.

პარლამენტის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას მამოძრავებელი ძალა, უდავოდ, იყო სამოქალაქო სექტორი. მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ასევე საერთაშორისო და დონორმა ორგანიზაციებმა, თუმცა, „მე საქართველოს პარლამენტს წარმოვადგენ და მსურს, პარლამენტის როლზე ვისაუბრო და თქვენი ყურადღება მნიშვნელოვან თარიღებზე გავამახვილო. პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის დაფუძნებიდან ძალიან მოკლე დროში, საქართველოს პარლამენტსა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი და ღია პარლამენტის დეკლარაცია გაფორმდა. მემორანდუმისა და დეკლარაციის გაფორმებიდან 6 თვეში კი საქართველოს პარლამენტს უკვე ჰქონდა საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა - გეგმა, რომელიც ჩემი თვალსაზრისით არის ძალიან კარგი და მასში გათვალისწინებული ვალდებულებები ემსახურება პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის წახალისებას.”

ამასთან, პარლამენტის წევრმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების განხორციელების ფაზაში იკვეთება და მაგალითისთვის განიხილა კანონპროექტებზე კომენტარების დატოვების მექანიზმის ამოქმედებისა და ამ პროცესის რეგულირების საკითხი.

„საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის საშუალებით, საზოგადოებას წვდომა აქვს საკანონმდებლო ბაზასთან. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების თანახმად, შექმნილია სისტემა, რომელიც როგორც პარლამენტის შიდა აუდიტორიას, ისე დაინტერესებულ საზოგადოებას, საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ახალი ინტერაქციული ფუნქცია და დატოვოს კომენტარი ამა თუ იმ კანონპროექტზე, რაც თავისთავად მისასალმებელია.” დეპუტატის თქმით, შექმნილი მექანიზმი არ ითვალისწინებს იმ კონკრეტულ რეგულაციებს, რაც უზრუნველყოფდა ამ პროცესის სწორად მართვას და უფრო მეტად იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული.

საპარლამენტო ღიაობის ინსტიტუციონალიზაციისა და რეფორმების თაობაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში პარლამენტის წევრ ხათუნა გოგორიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი (საქართველო), ბრაზილიის პარლამენტის „ჰაკერლაბის” დირექტორი და კრისტიანო ფერი (ბრაზილია), მკვლევარი გუილიერმო ავილა (მექსიკა).

საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას 2015 წლის 30 აპრილს შეუერთდა, როდესაც საქართველოს პარლამენტსა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი და ღია პარლამენტის დეკლარაცია გაფორმდა.

შედეგად კი, პარლამენტმა ღიაობის პრინციპებისა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. 2015 წლის 17 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა” დამტკიცდა.

ამით საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ სახელმწიფოთა იმ მცირე ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთაც შემუშავებული აქვთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

მსგავსი

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R