საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილა

მედია და საზოგადოება 08 ივნისი 2026
მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამი ანგარიში განიხილა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარადგინა „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“.


მისი განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები ეხება: სამუშაო დროის აღრიცხვასა და ხელფასის გაანგარიშების ნაკლოვანებებს, ასევე ბაზრის კვლევის ნაკლოვანებებს.


როგორც გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ მიგნებებზე გაიცა ოთხი რეკომენდაცია. სამი რეკომენდაცია უკვე შესრულდა, ხოლო მეოთხეს მიმდინარე სტატუსი აქვს.


მომხსენებლის თქმით, აუდიტის სამსახურის მიგნებები ასევე შეეხებოდა შიდა კონტროლის სისტემასა და საწვავის ხარჯვის ლიმიტებს. აღნიშნულ მიგნებებზე გაიცა სამი რეკომენდაცია, რომლებიც შესრულებულია.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ზაალიშვილმა ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა, რომელიც 2022-2023 წლებს მოიცავს.


როგორც მან აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა მიგნებები, რომლებიც შეეხება: შესყიდვების პროცესს, VAR (ვიდეო ასისტენტის რეფერი) სისტემით მომსახურების ხარჯებს, საფეხბურთო კლუბების დაფინანსების პროცესს, ანგარიშგებისა და მონიტორინგის სისტემებს.


მარიამ ზაალიშვილის
განცხადებით, აღნიშნულ მიგნებებთან დაკავშირებით 3 რეკომენდაცია გაიცა, საიდანაც ორი სრულდება, ხოლო ერთი შესრულებულია.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ „წითელი ნუსხით" დაცული სახეობების აღდგენა-შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“ წარადგინა, რომელიც 2020-2024 წლებს მოიცავს.


მისი განცხადებით, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო და სსიპ – ველურის ბუნების სააგენტო.


როგორც გიორგი კაპანაძემ აღნიშნა, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხებოდა: „წითელი ნუსხის“ განახლების პროცესს, შეფასების მასშტაბის განსაზღვრას და მონაცემების შეგროვებას სახეობებზე.


მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნულ მიგნებებზე სამი რეკომენდაცია გაიცა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, სამინისტრომ სამივე რეკომენდაცია გაიზიარა და მათი შესრულება 2026-2027 წლებშია დაგეგმილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R