საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე - არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტად პოლიტიზირებული პროცესი გახდა, პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და შეფასებებს აკეთებენ არა ფაქტებზე, არამედ იდეოლოგიურ და პარტიულ მეგობრობაზე დაყრდნობით

მედია და საზოგადოება 17 ნოემბერი 2025
ნიკოლოზ სამხარაძე - არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტად პოლიტიზირებული პროცესი გახდა, პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და შეფასებებს აკეთებენ არა ფაქტებზე, არამედ იდეოლოგიურ და პარტიულ მეგობრობაზე დაყრდნობით

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე,  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი  მაია ბითაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობენ.

ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „პერსპექტივების დაახლოება: დიალოგის, მედიაციისა და ნდობის განმტკიცება ცვალებად ეპოქაში“.

„ჰელსინკის დასკვნითი აქტის 50 წლის იუბილე წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დოკუმენტი, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ მშვიდობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად, დღეს კვლავ აქტუალურია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კეთილი მიზნებით შექმნილი მექანიზმები ხშირად იდეოლოგიური დამახინჯებისა და პოლარიზაციის ობიექტად იქცევა. ათწლეულების განმავლობაში აგრესიის, ტერიტორიების ოკუპაციის, რომლის პირველი სამწუხარო მაგალითიც საქართველოა, კონფლიქტებისა და შიდა დესტაბილიზაციის ხელშეწყობის პირობებში, რიგი პოლიტიკური ძალები კვლავაც ვერ სწავლობენ წარსულის გაკვეთილებს“ , - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე პოლიტიკურ ტენდენციებსა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე.

„ნათელია, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ცდილობს ხალხის ნების იგნორირებას, ისინი დემოკრატიის სახელით ცდილობენ უგულებელყონ არჩევნების შედეგები და კულტურული თავისებურებები; ხელს უწყობენ რადიკალიზმის ზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არადემოკრატიული გზებით ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რაც სახელმწიფოთა სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს", - აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში არჩევნების სადამკვირვებლო მისიების მზარდ პოლიტიზირებას, რაც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის სანდოობას და იმ სტანდარტებს, რომელსაც ორგანიზაცია წლების განმავლობაში ემსახურება.

„არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტად პოლიტიზირებული პროცესი გახდა, პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ თავიანთ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და შეფასებებს აკეთებენ არა არსებულ ფაქტებზე, არამედ იდეოლოგიურ და პარტიულ მეგობრობაზე დაყრდნობით. ეს, თავის მხრივ, ძირს უთხრის ორგანიზაციის სანდოობას და საქმიანობას, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და კვლავ ვიხილავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემას, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიის ძირითად საფუძველს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
​

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მონაწილეობს, რომელიც 17-19 ნოემბერს, სტამბულში ტარდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
03 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
03 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს
03 ივნისი 2026

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძე აირჩიეს

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა
03 ივნისი 2026

ირაკლი შატაკიშვილმა ტოლერანტობისა და მშვიდობის გლობალური საბჭოს ტოლერანტობისა და მშვიდობის საერთაშორისო პარლამენტის მე-14 სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R