საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 19 ივლისი 2022
ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კატრინ გიორინგ-ეკარდტს თანმხლები დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვდნენ.


მხარეებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ისაუბრეს.


შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე, რაზეც ქართველი კანონმდებლების მიერ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ხელისუფლების მზაობას.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, გერმანელი კოლეგა დაინტერესდა თუ რა განწყობებია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით როგორც ზოგადად, საზოგადოებაში, ასევე, პოლიტიკურ ელიტაში.


„ჩვენ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს ვუთხარით, რომ იმედგაცრუებული ვართ რადგან საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი თუმცა, ასევე ძალიან ნათლად და მკაფიოდ ავუხსენით მას, რომ რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული და გამოვთქვით დიდი იმედი, რომ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, რაზეც იყო პასუხი, რომ თუ ჩვენ ყველა ამ საკითხს შევასრულებთ, მაშინ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, გერმანიის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო, გერმანელი კოლეგებისთვის გაეცნოთ პოზიციები და ის ხედვა, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს.


„გერმანია არის ის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის შიგნით საქართველოს დაუჭერს მხარს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან გავაგრძელოთ ამ საკითხებზე საუბარი. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის მხრიდან ცალსახად იქნა დაფიქსირებული, რომ საქართველო არის გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასევე აღინიშნა, რომ გერმანიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება და ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

გიორგი ჭყონია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მსგავსი

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო
29 ივნისი 2026

გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა
29 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა
29 ივნისი 2026

პარლამენტის წევრებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R