საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე და ნინო იობაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 24 მაისი 2022
ნიკოლოზ სამხარაძე და ნინო იობაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი, ნინო იობაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, კარი ჰენრიკსენს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან დაგეგმილ ანექსიის ნაბიჯებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე, ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან დაგეგმილ ანექსიის ნაბიჯებზე, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე. ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე და იმ სტრატეგიაზე, რომელიც სახელმწიფოს ამ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით აქვს. ასევე, ვისაუბრეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს ჩვენი გეგმა გავაცანით მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოვთქვით. შეხვედრისას, ყურადღება გავამახვილეთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და იმ მძიმე განვითარებაზე, რომელიც შესაძლოა რეგიონის უსაფრთხოებას მოჰყვეს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R