ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება
მედია და საზოგადოება 02 ოქტომბერი 2022

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქალაქ სარაევოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2022 წლის 2 ოქტომბერს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მიმდინარე საყოველთაო არჩევნებში, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.
