საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატსა და ეროვნულ ასამბლეაში კოლეგებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 მარტი 2024
ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატსა და ეროვნულ ასამბლეაში კოლეგებს შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ლუი ბურლანჟთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კატერინ დიუმასთან.


შეხვედრებისას მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ქვეყნის მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.


მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, აგრეთვე კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ხაზი გაუსვეს როგორც რეგიონულ, ასევე, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.


„ჩვენი საუბრის ძირითადი თემები იყო უსაფრთხოება, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობები. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ საფრანგეთი, რომელიც არის ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უფრო და უფრო დიდი მხარდამჭერი ხდება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს  სიტყვით მიმართა
23 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა

მსგავსი

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
23 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტები განიხილა
23 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტები განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
23 ივნისი 2026

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R