საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 23 ივნისი 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, თანმხლებ პროექტებთან ერთად განიხილა და მხარი დაუჭირა.


ცვლილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, აუდიტორული უფლებამოსილებების განხორციელებისა და სამსახურის შიდა მმართველობის მარეგულირებელ ნორმებს ეხება.


მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, კანონპროექტით ზუსტდება, რომ ფინანსური შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტები მოიცავს მიმდინარე ან/და განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას.


მისივე თქმით, ტერმინთა განმარტებაში დაემატა იმ პირთა წრის განსაზღვრება, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეებს. ასევე, კანონის ამავე მუხლს ემატება საჯარო ურთიერთობების მდივანი - სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც გენერალური აუდიტორის დავალებით მართავს კომუნიკაციას სხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან.


„გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს ეს ფუნქცია დააკისროს მის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს პოზიცია დამატებით ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს.
საქმიანობის ოპერატიულად განსახორციელებლად, აუდიტის სამსახურს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან მემორანდუმის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ ბაზებზე წვდომა და მათი დამუშავების უფლებამოსილება ექნება. ასევე, ზუსტდება პრეზიდიუმის უფლებამოსილება. კერძოდ, დღეს არსებული საჩივრების განხილვის ფუნქციასთან ერთად, პრეზიდიუმმა ასევე შესაძლებელია განიხილოს გენერალური აუდიტორის მიერ განსაზღვრული სხვა საკითხებიც“, - აღნიშნა მომხსენებელმა.


ირაკლი ხელაძის განცხადებით, ფართოვდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები.


„აქამდე უწყება ამოწმებდა უკლებლივ ყველა სახელმწიფო ორგანოს, მარეგულირებლების გარდა. წარმოდგენილი ცვლილებით, შემოწმებას დაექვემდებარებიან კომუნიკაციების კომისია და სემეკი. მათი აუდიტი მოხდება ზუსტად იმ პრინციპების დაცვით, როგორც დღეს მოწმდება ეროვნული ბანკი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუდიტი განხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებზე და მარეგულირებლების გადაწყვეტილებაში აუდიტის სამსახური არ ჩაერევა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


მისი თქმით, პროექტით ასევე ზუსტდება აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურის უფლებამოსილებები. კერძოდ, მათ უფლება ექნებათ გამოითხოვონ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესყიდვებში მონაწილე პირებისგან და დოკუმენტაციის მიუწოდებლობაზე ან მცდარი ინფორმაციის მიწოდებაზე ჯარიმა ათასი ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდება.


„2025 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2026 წლის მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები გადავიდა აუდიტის სამსახურში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ცალკეული საკითხების დაზუსტება და დაკონკრეტება. ასევე, საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე აუდიტის მიერ ეფექტური ზედამხედველობის მიზნით საჭირო გახდა გარკვეული ტექნიკური ცვლილებების განხორციელება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R