საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო იობაშვილი: „საქართველო გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

მედია და საზოგადოება 11 მაისი 2022
ნინო იობაშვილი: „საქართველო გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო იობაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში თემაზე „ეუთოს როლი უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის შედეგებთან გამკლავების პროცესში“.
 
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ნინო იობაშვილმა შეხვედრაზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას ნინო იობაშვილმა რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმო და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
 
მისი თქმით როგორც ოკუპაციის, ისე ომის დასრულების ერთადერთი მექანიზმი არის საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.
 
„მიმდინარე ტრაგედიების ფონზე, საქართველომ უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველო გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააერთიანოს ძალისხმევა საქართველოსთან მიმართებაშიც, რადგან საქართველომ რუსეთის აგრესია იხილა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ისევე, როგორც 2008 წელს. ოკუპაციის მძიმე შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა“, - განაცხადა ნინო იობაშვილმა.
 
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ნინო იობაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააძლიერებს ძალისხმევას, რადგან ომისა და ოკუპაციის დასრულების საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვნება გადამწყვეტია.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R