საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო იობაშვილი - ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ამ პროცესში აუცილებლად გვექნება ესპანეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა

მედია და საზოგადოება 20 თებერვალი 2023
ნინო იობაშვილი - ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ამ პროცესში აუცილებლად გვექნება ესპანეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი, კომიტეტის წევრებთან ერთად, ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

 

ქართველმა კანონმდებლებმა ესპანელ კოლეგებს პარლამენტის სამუშაო დღის წესრიგი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა გააცნეს.

 

„ესპანელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია თორმეტი პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელთა ძირითადი ნაწილი, ცალკეული სირთულეების მიუხედავად, შესრულებულია. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როდესაც ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი შეფასება გაკეთდება საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად მიიღებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც ამ ზაფხულს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება“, - აღნიშნა ნინო იობაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მისი თქმით, ესპანელი კოლეგები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და იმ დადებით დინამიკას, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით აქვს ქვეყანას.

 

სტუმრებმა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ესპანეთის სამეფოს სენატის დელეგაციასთან შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ჰერმან საბო, ხატია წილოსანი და მაია მენაღარიშვილი მონაწილეობდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R