საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქალი პარლამენტარების არაფორმალური პლატფორმის საინაუგურაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 28 ოქტომბერი 2022
ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქალი პარლამენტარების არაფორმალური პლატფორმის საინაუგურაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა, ნინო იობაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქალი პარლამენტარების არაფორმალური პლატფორმის საინაუგურაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ქალმა დეპუტატებმა იმსჯელეს აღნიშნული ფორმატის მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე რათა ერთი მხრივ, გამოიკვეთოს გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული პროგრესი მეორე მხრივ კი, ის პრობლემური მიმართულებები, რომლებიც გენდერული თანასწორობის სრული მოცულობით იმპლემენტაციას უშლის ხელს.

 

სიტყვით გამოსვლისას, ნინო იობაშვილმა საქართველოს დღის წესრიგში ძალიან მაღალ ნიშნულზე არსებულ გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი პუნქტი სწორედ, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით სამუშაოების კიდევ უფრო გააქტიურებას მოიცავს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტში შექმნილ ფემიციდთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ასევე, ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიმდინარეობს.

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ქალი პარლამენტარების არაფორმალური პლატფორმა გენდერულ საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ჰედი ფრაის ინიციატივით დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანია გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დისკუსიების წარმართვა და ამ კონტექსტში საერთო ვითარების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R