საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო იობაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდა პარლამენტარების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 15 Nov 2022
ნინო იობაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდა პარლამენტარების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასტან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილმა სომხეთში, ქალაქ ერევანში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალგაზრდა პარლამენტარების ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ნინო იობაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაში „ახალგაზრდა პოლიტიკოსების და პარლამენტარების როლი ეუთოს რეგიონში ამჟამინდელ უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების პროცესში“ და შექმნილ რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ უსაფრთხოების გარემოზე და ამ კონტექსტში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენაზე რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურაზე და ისაუბრა საქართველოს მთავარ გამოწვევაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული კუთხით.

 

ნინო იობაშვილმა კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე, აგრეთვე, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

 

როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, აუცილებელია ახალგაზრდა პოლიტიკოსების მეტი ჩართულობა და გაძლიერება. მისი თქმით, მისასალმებელია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ახალგაზრდა პარლამენტარების ფორმატის გააქტიურება. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მოითხოვს ასევე ეროვნული პარლამენტების მხრიდან ძალისხმევის გაძლიერებას, რათა ახალგაზრდა პოლიტიკოსების აქტიური მონაწილეობა იქნას უზრუნველყოფილი.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე ავსტრიის, ანდორის, ნორვეგიის, პოლონეთის დელეგატები.

 

გაიმართა შეხვედრები სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანთან, უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან, ომბუდსმენ ქრისტინე გრიგორიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R