საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანმა და ნინო ლაცაბიძემ პროექტის „მწვანე შუქის“ განხორციელებაზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 12 Feb 2024
ნინო წილოსანმა და ნინო ლაცაბიძემ პროექტის „მწვანე შუქის“ განხორციელებაზე იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს პროექტი „მწვანე შუქი“, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე პირების მშობლების ცნობიერებისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაზრდის მიზნით ინტერდისციპლინური სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.


„დღეს, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელებას, რომელიც საპილოტედ რუსთავში დაიწყება და ჩემი განსაკუთრებული მადლობა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რომელიც განსაკუთრებული მგრძნობელობით მიუდგა ამ საკითხს. პროექტი შეეხება შშმ ბავშვთა მშობლების უფლებების გაძლიერებას, მათი ფსიქო-ემოციური ფონის გაუმჯობესებას და მათ, გარკვეულწილად, მენტორებად ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ შეძლონ სხვა დედებსაც მისცენ რჩევა და რეკომენდაციები თუ როგორი მიდგომები უნდა ჰქონდეთ შშმ ბავშვების მოვლისა და აღზრდის პროცესში. მიხარია, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რუსთავის მერიასთან ერთად გეგმავს ამ საპილოტე პროექტს, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საფუძველს ჩაუყრის ამ იდეის უფრო დიდი მასშტაბით განხორციელებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.


რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, პროექტის დაწყება 2025 წლიდან იგეგმება.


„რუსთავში, რამდენიმე წელია დავიწყეთ რეფორმები, რომლითაც ვაუმჯობესებთ მუნიციპალურ სერვისებს. დღეს ვიმსჯელეთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერებაზე, თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს ეს სერვისი 2025 წლისთვის. ჩვენ მოვემზადებით, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის გვქონდეს მზად პროექტი, რომელსაც 2025 წლის ბიუჯეტში ავსახავთ“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 Jun 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 Jun 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 Jun 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 Jun 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 Jun 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R