საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ოლიმპიური და პარაოლიმპიური პრიზიორები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

მედია და საზოგადოება 09 ნოემბერი 2021
ოლიმპიური და პარაოლიმპიური პრიზიორები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ასევე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას შეძლებენ.

 

აღნიშნულ ინიციატივას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს. საკითხის მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონის მოთხოვნა ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ადგილი მოიპოვეს და ოქროს მედალოსნები გახდნენ.

 

სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და მასში დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. განხილვის პროცესს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დაესწრნენ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს ინიციატივა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ კანონპროექტიდან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების ამოღება მოხდება.

 

„მსჯელობის გაგრძელება შეგვიძლია. ამ ეტაპზე დავტოვოთ მხოლოდ ოლიმპიური და პარაოლიმპიური პრიზიორები, მათ შორის 2020 ტოკიოს ოლიმპიური პრიზიორებიც და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებზე მომავალში ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომიტეტის წევრებმა, კენჭისყრით, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას და მის მიერ წარმოდგენილ ფორმულირებას მხარი დაუჭირეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R