საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰეიდი ჰაუტალასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

თავმჯდომარე 22 სექტემბერი 2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰეიდი ჰაუტალასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰეიდი ჰაუტალასთან ვიდეოზარის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა.

ევროპარლამენტარმა კახაბერ კუჭავას, წინა კვირაში, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიესალმება გატარებულ რეფორმებს და საქართველოს აქტიური მხარდამჭერია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ევროპელ პოლიტიკოსს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო რეფორმაზე ინფორმაცია მიაწოდა და ევროპელ კოლეგას ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ წინადადებით მიმართა.

როგორც ჰეიდი ჰაუტალამ აღნიშნა, covid-19-ის ინფექციის პანდემიის გამო, სადამკვირვებლო მისიების მივლინებები ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა, მან ამ საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის მზადყოფნა გამოთქვა და შესაძლოა, საქართველო გახდეს ის პირველი ქვეყანა, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას გარემოსდაცვითი საკითხები წარმოადგენდა.

კახაბერ კუჭავას განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც გააქტიურდეს ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან და „Green Deal”-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოც აქტიური მონაწილე გახდეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა
09 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ჭადრაკის ტურნირი „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R