საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პაატა კვიჟინაძე განმარტავს, რატომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება

მედია და საზოგადოება 29 იანვარი 2026
პაატა კვიჟინაძე განმარტავს, რატომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით გამოუშვა 500 მლნ დოლარის ევროობლიგაციები.


პირველად ეს ევროობლიგაციები საქართველომ 2008 წელს გამოუშვა და მას შემდეგ რამდენჯერმე (2011წ, 2021წ. და ახლა 2026 წ.) განახორციელა მისი რეფინანსირება (განახლება).


„რატომ არის ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი?


1)პროცენტი, რომლიც საქართველომ უნდა გადაიხადოს შედგება ორი ნაწილისაგან. პირველია დოლარის ღირებულება, რომელიც ყველა ქვეყნისთვის ერთია და აშშ-ის ცენტრალური ბანკი ადგენს, მეორე, ქვეყნის რისკიანობა, რომელიც 2008 წ. მაღალი იყო, 2011 წ. შემცირდა 3.5% - მდე, 2021 წ. კი - 2.07%-მდე და ახლა 2026 წ. 1.51%-ის დონეზეა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს რისკიანობის მაჩვენებელი საუკეთესოა ჩვენი მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებისათვის.


2) საერთაშორისო ინვესტორების მოთხოვნა 500 მლნ $-ზე მაღალი იყო და მისმა მოცულობამ რეკორდულ დონეს 2.8 მლრდ $ მიაღწია. ამ ფაქტორებით, ერთი მხრივ, პრაქტიკაში დასტურდება ჩვენი ქვეყნის მიმართ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი (დადებითი) მაჩვენებლები და მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკური განვითარების დონეს. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს მეტი ინვესტიციის შემოსვლას და ქვეყნისათვის დაბალგანაკვეთიან უცხოური სესხის მოზიდვას. ამასთან, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს საკრედიტო რეიტინგების ზრდას“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R