საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პაატა კვიჟინაძე - საქართველოში, ისე როგორც ევროპაში, ერთი ტერმინალით შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა უნივერსალური მომსახურეობა მიიღოს

პლენარული სხდომები 25 ნოემბერი 2025
პაატა კვიჟინაძე - საქართველოში, ისე როგორც ევროპაში, ერთი ტერმინალით შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა უნივერსალური მომსახურეობა მიიღოს

პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.


ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტით ბევრი საინტერესო სიახლე შემოდის. მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების( კრიპტოვალუტა) რეგულირებას ეხება.


მისი თქმით, შესაბამისი კანონმდებლობა უკვე აქვს აშშ-ს და ევროკავშირს. ამ კუთხით კი საქართველოში სრულყოფილი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ამ სფეროს გამჭვირვალობას, ასევე მსხვილი მოთამაშეების ბაზარზე შემოსვლას, რადგან უკვე გაწერილი იქნება თამაშის წესები.


„ასევე შემოდის ე.წ.სმარტ რაუტინგი იგივე „ჭკვიანი მარშრუტიზაცია“, რაც ნიშნავს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას საბანკო სფეროში. კერძოდ, ისე როგორც ევროპაშია ერთი ტერმინალით, შესაძლებელი იქნება მომხმარებელმა უნივერსალური მომსახურეობა მიიღოს. დღეს მაღაზიაში დგას რამდენიმე ბანკის ტერმინალი და საფინანსო ოპერაციები მათი მეშვეობით ხდება, ახლა ეს იქნება ტერმინალი, რომელსაც კონკრეტულ ბანკთან კონტაქტი აღარ ექნება, ამოიცნობს საბანკო ბარათებს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.
კიდევ ერთი საკითხი „ღია ბანკინგს“ ეხება , კომპანიას, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას ექვემდებარება, შეუძლია შექმნას აპლიკაცია, რომლის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა ბანკებში საკუთარ ანგარიშებზე წვდომას და ამავე აპლიკაციით სხვადასხვა მომსახურების მიღებას. შედეგად, მომხმარებელს გაუმარტივდება საკუთარი ფინანსების მართვა და კონტროლი“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ
18 ივლისი 2026

დავით მათიკაშვილი და ილია ინჯია თურქმენეთის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ

მსგავსი

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
17 ივლისი 2026

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა
17 ივლისი 2026

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგები განიხილა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება
16 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R