საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პაატა მანჯგალაძე: რეგლამენტში ცვლილებით გვინდა სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა

პლენარული სხდომები 15 დეკემბერი 2021
პაატა მანჯგალაძე: რეგლამენტში ცვლილებით გვინდა სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა

„ამ ცვლილებით გვინდა გათანაბრდეს ერთი ბლოკიდან შემოსული ადამიანების შესაძლებლობა და რეგლამენტის გათვალისწინებით სრულყოფილად გამოვიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელმაც მეორე მოსმენით განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

მოქმედი კანონმდებლობით ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს, რომელთაც არ აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ ორი ან მეტი პარლამენტის წევრისგან შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, მაგრამ ეს დაშვება არ იყო ერთი და იმავე პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებზე.

 

სწორედ ამ შესაძლებლობას აჩენს წარდგენილი ცვლილება. „ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების დაინიცირებული ეს პროექტი კომიტეტში განვიხილეთ და მხარს ვუჭერთ. მათ აქამდე ეს დაშვება არ ჰქონდათ. კარგია თუ ოპოზიცია გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ჩვენი პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული და ოპონირებას გაუწევს სხვა საპარლამენტო სუბიექტებს“,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა კანონპროექტის განხილვისას.

 

პარლამენტმა კანონპროექტს 82 ხმით დაუჭირა მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

მსგავსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება მოისმინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  
26 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა  

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა
26 ივნისი 2026

მარიამ ლაშხმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაილანდის სამეფოში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R