საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტარებმა იუსტიციის მინისტრს სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს

პლენარული სხდომები 16 დეკემბერი 2022
პარლამენტარებმა იუსტიციის მინისტრს სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს

საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე პარლამენტარებმა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ანგარიშს მოუსმინეს. მან „მინისტრის საათის“ ფორმატში, უწყების მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.


მინისტრმა თავისი გამოსვლის ოფიციალური ნაწილი სამადლობელი სიტყვებით დაიწყო და საკანონმდებლო ინიციატივების და იუსტიციის უწყების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის პარლამენტს მადლობა გადაუხადა.


სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების მნიშვნელობაზე, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მოქალაქეებისთვის გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ ახალ სერვისებზე და მიდგომებზე საუბრისას ყურადღება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტზე, ქართული სამართლის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმისა და ახალი სატელევიზიო სტუდიის გახსნაზე, ასევე პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებზე გაამახვილა.


„პენიტენციურ სისტემაში თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა მაშინ, როდესაც 2011 წელს არასათანადო მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა. ჩვენი მუდმივი ზრუნვის საგანია თანამშრომლების ღირსეული სამუშაო პირობები, რადგან ყველაზე მთავარი რასაც ეს სისტემა ეფუძნება, ეს არის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ. დამერწმუნეთ, ეს არის ძალიან მძიმე სამსახური და განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც თანამშრომლები პრაქტიკულად, პენიტენციურ დაწესებულებებში ცხოვრობდნენ. ეს ხალხი ნამდვილად იმსახურებს მადლობას და სირცხვილია ის სიტყვები, რომელიც გვესმის ამ ხალხის და მათი ოჯახების მიმართ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის ექნებათ ჩვენი ძალიან მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა მინისტრმა.


პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება.


„გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა, ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება. იზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს სპეციალური სტატუსი მიენიჭება, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს. ასევე ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე. მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წლების ნამსახურეობის მიხედვით დანამატს მიიღებენ, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.


უწყების ანგარიშის წარდგენისას, მინისტრმა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება და ქვეყნის შიგნით, თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად მომზადებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, სამინისტრო წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს და მიყვება იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყნის უკეთესი განვითარებისკენ არის ორიენტირებული.


„არ შემიძლია არ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა არ გადავუხადო უწყების თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ღირსეულად და პატიოსნად ემსახურებიან ჩვენ ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი წარმატება, მრავალი სიახლე გველოდება წინ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ გამოსვლის დასასრულს.


პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, „მინისტრის საათი“ დეპუტატების შეკითხვებით და მათი გამოსვლებით გაგრძელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
15 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

მსგავსი

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
15 ივლისი 2026

გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა
13 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი თელავში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო
12 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბოლნისის ელიას მთის წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში წირვას დაესწრო

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R