პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს აირჩევს
მედია და საზოგადოება 19 სექტემბერი 2022

მიმდინარე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს აირჩევს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„20 სექტემბერი გახლავთ ბოლო დღე, შესაბამისად, ხვალ გვექნება ამ საკითხზე კენჭისყრა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გენერალური აუდიტორის კანდიდატურას - ცოტნე ყავლაშვილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე მოუსმინა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა.
