საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილებაში ცვლილება განხორციელდა

პლენარული სხდომები 01 აპრილი 2025
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ დადგენილებაში ცვლილება განხორციელდა

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის 2025 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.


დადგენილებაში ცვლილების შემდეგ, დროებითი საგამოძიებო კომისია შემდეგი სახელწოდებით იფუნქციონირებს: „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

როგორც სხდომაზე მომხსენებელმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განმარტა, აღნიშნული დადგენილების მიღების შედეგად, კომისიის საქმიანობის სფერო აღარ იქნება შეზღუდული 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, არამედ კომისიის მანდატი გაფართოვდება და გავრცელდება 2012 წლის შემდგომ პერიოდზე, პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობაზეც.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებს გაეცნენ

მსგავსი

პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრნენ
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრები ზემო აჭარაში, სხალთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა
09 ივლისი 2026

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ ინიციირებული პროექტის - „გმირის დღე“ პრეზენტაცია შუახევში გაიმართა

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
09 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ზემო აჭარაში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა
08 ივლისი 2026

ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R