საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს - ლევან დავითაშვილს, დავით სონღულაშვილს, ირაკლი ქარსელაძეს და ლაშა ხუციშვილს მოუსმინა

მედია და საზოგადოება 27 ნოემბერი 2024
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს - ლევან დავითაშვილს, დავით სონღულაშვილს, ირაკლი ქარსელაძეს და ლაშა ხუციშვილს მოუსმინა

საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა 2025-2028 – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ განიხილეს.


კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ დავით სონღულაშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ქარსელაძეს და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კვლავ გრძელდება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირებული პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები.


მისი თქმით, ეს ხელისუფლების კარგად გააზრებულ, თანმიმდევრულ, სწორ და ეფექტიან ხედვასა და პოლიტიკაზე მეტყველებს ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა დარგის მიმართულებით.


ლევან დავითაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზების და შეფასებების თანახმად, საქართველოს, მიმდინარე წელს და საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ დავით სონღულაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.


მისი თქმით, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.


​როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ბოლო 12 წლის განმავლობაში შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა.


​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ ყურადღება გაამახვილა როგორც სახელმწიფო, ასევე, მუნიციპალურ დონეზე უკვე განხორციელებულ, ასევე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.


​როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ცალკეული დარგების მიხედვით გაზრდილმა დაფინანსებამ შესაძლებელი გახადა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება და ჯანდაცვის პროგრამების აქტიურად ამოქმედება, პენსიების და სოციალური გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების მოწესრიგება, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე განათლების სფეროების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და ა. შ.


​როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ქვეყნის ბიუჯეტი 2028 წლამდე, სავარაუდოდ, 40 მილიარდ ლარამდე გაიზრდება - ეს კი სრულად დააფინანსებს იმ ძირითად პრიორიტეტებს, რაც სამთავრობო პროგრამაშია ასახული.


ხუთივე კომიტეტმა მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მხარი ერთხმად დაუჭირა.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტების სახელით, საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R