საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებზე იმსჯელეს

პლენარული სხდომები 04 ოქტომბერი 2022
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებზე იმსჯელეს

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი 1.2 მლრდ. ლარით იზრდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების წარდგენისას.


მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს მიმდინარე წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც გაზრდილი შემოსავლები გადანაწილდება. მისი ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა ზრდამ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა და საქონლის ექსპორტის გაზრდილმა მაჩვენებლებმა სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განაპირობა.

„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს ნაცვლად მანამდე არსებული 6%-სა 8,5%-მდე იზრდება. ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 10,5%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 72,2 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 266,0 მლნ ლარით იზრდება“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გაზრდილი შემოსავლებიდან 710 მლნ. ლარი სახელმწიფოს მიერ არსებული ვალების შემცირებაზე, ხოლო 507 მლნ. ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დაფინანსების გაზრდას მოხმარდება. მომხსენებელმა დეპუტატებს სამინისტროებისთვის დამატებითი ასიგნებების განკარგვაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც დამატებითი ფინანსური რესურსები მიიმართება.


საბიუჯეტო ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ შეაფასა.


„ბიუჯეტის ცვლილებები განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში არსებობს. აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10,5 პროცენტიანი ზრდა, ხოლო 8 თვის საშუალო მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, არის 10,3 პროცენტი. ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს 6%-იანი ზრდა. საპროცენტო განაკვეთების გარდა, ეკონომიკა ყველა მიმართულებით აჩვენებს ზრდას და ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით გამართლდა. საქართველოს ეკონომიკის გეგმიურზე მაღალი ზრდის ტემპი გახდა ფუნდამენტი იმისა, რომ განახლდა მაკროეკონომიკური პარამეტრები და 6 პროცენტის ნაცვლად ბიუჯეტში ჩადებულია 8,5%-იანი ზრდა. ნომინალში მთლიანი შიდა პროდუქტი 64,8 მლრდ ლარის ნაცვლად, წარმოდგენილია 72,2 მლრდ ლარით. გაუმჯობესება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვან დეფიციტთან დაკავშირებით. დეფიციტის მაჩვენებელი 4,4 პუნქტი შემცირებულია 3,2 პუნქტამდე. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი“
, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა აუდიტორმა ისაუბრეს.


ბიუჯეტის კანონპროექტის მხარდაჭერისკენ კოლეგებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მოუწოდა.

„კი, რასაკვირველია, ეს პროექტი იმსახურებს მხარდაჭერას იმიტომ, რომ ხარჯების გასაწევად დამატებითი შესაძლებლობები გაჩნდა, რომლებიც მხოლოდ პროგრესზე არიან ორიენტირებულნი. მიმაჩნია, რომ პენიტენციური სისტემის 10 მლნ. ლარით გაზრდილი დაფინანსება უმნიშვნელოვანესი ამბავია. მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი თანხა და სისტემა უფრო მეტ ფინანსებს საჭიროებს, უბრალოდ ვიყავით იმ რეალობის წინაშე, რომ ეს თანხა შესაძლოა მომავალი წლისთვის ყოფილიყო გამოყოფილი, მაგრამ სისტემის დაფინანსების გაზრდა მიმდინარე წელსვე მოხდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R