საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა

თავმჯდომარე 19 ივნისი 2021
პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის მარშში მიიღო მონაწილეობა
მსოფლიოში 82 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებმა, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
 

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა იზრუნოს იძულებით გადაადგილებული პირების ცხოვრების გაუმჯობესებასა და საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც აღინიშნება ეს დღე, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გრძელდება ოკუპაცია, გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახები. ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება, რაც ყველაზე მთავარია, ვიბრძოლოთ, რათა მივაღწიოთ იმ სტატუს კვოს, რომ ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკა საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერილია.

 

„გვყავს იძულებით გადაადგილებული ადამიანები, მათ აიძულეს, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და დღეს ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ, ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების დახმარება, რომ ის კურსი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც მხარდაჭერილია, რათა მშვიდობიანი გზით დავასრულოთ ოკუპაცია, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნას და ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს
10 ივლისი 2026

პარლამენტის წევრებმა ქალაქ ბათუმში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

მსგავსი

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა
10 ივლისი 2026

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
10 ივლისი 2026

პარლამენტში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R